„კირკიტაძე სწორედ ჩავაგდე და სხვებსაც ჩავაგდებ, ვინც ამას დაიმსახურებს“ – შს მინისტრი პარლამენტში

  •  

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში გამოსვლისას, 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარ დაპირისპირებაზეც ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, როცა ოპოზიცია რევოლუციას აანონსებს, იმის თავი და მხნეობაც უნდა ეყოს, იქ წავიდეს, სადაც საჭიროა.

„მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 16 დეკემბერს და მოხდა ძალიან მარტივი რამ. ერთმა ოპოზიციის წარმომადგენელმა, წინა დღეს დააანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ინაუგურაციის დღეს თავს დაესხა პოლიციას. საკმარისია ეს იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები საერთოდ არ მქონდეს. ეს არის და ეს. ეს იყო აბსოლუტურად განზრახული პოლიტიკური აქტი. როდესაც გვაქვს სურვილი, რომ ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავიც და მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა. ასეა, ყველაფერს აქვს თავისი ფასი – პოლიციელზე თავდასხმაც, ინაუგურაციის ჩაშლასაც და სახელმწიფოს დამხობასაც, თუნდაც კანონიერი მეთოდებით. როდესაც ვიკითხავთ, სახელმწიფოს დამხობა კანონიერი მეთოდებით რას ნიშნავს, აი იქ გავაგრძელოთ მერე საუბარი“ – მიმართა მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციას.

გიორგი გახარიამ 16 დეკემბრის დაპირისპირების გამო დავით კირკიტაძეს დაკავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დაკავება სწორად მოხდა: „კირკიტაძე სწორედ ჩავაგდე და სხვებსაც ჩავაგდებ, ვინც ამას დაიმსახურებს“.

მსგავსი თემები