საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 22 წლის, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ერთ-ერთი აფთიაქიდან ფარმაცევტს დანის მუქარით ყაჩაღურად გასტაცა 340 ლარი და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და აფთიაქიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
მსგავსი თემები
-
საია საპროტესტო აქციებში ჩართულ მოქალქეებთან განხორციელებულ ზარებს ეხმაურება
საია ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების მისამართით განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით... -
„ვისაც არ გინდათ რუსეთი, დარჩით გეი ევროპაში“ – ნიკოლოზ მჟავანაძე მოსკოვიდან (video)
უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე მოსკოვიდან ვიდეოს ავრცელებს, სადაც სუფრასთან ზის და რუსულ სტუმარ-მასპინძლობაზე საუბრობს. „მიგვიღეს რუსეთში, გვიმასპინძლეს... -
”რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ტრისტან მუშიკიშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან“- სუს-ი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან....