„ერთად ჩვენ შეგვიძლია, კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ, აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა, შვილებისთვის გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ხანდაზმულებისთვის – უფრო ღირსეული პირობები უზრუნველვყოთ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
„ერთად ჩვენ შეგვიძლია, დავაბინაოთ დევნილები და განვაგრძოთ ძალისხმევა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ