თბილისის სატელევიზიო ანძის ტურისტულ ობიექტად მოდიფიცირების პროექტზე ესპანური კომპანია „კოკო“ მუშაობს და პროექტის რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
როგორც დედაქალაქის მერიის ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადეს, ამჟამად მოდიფიცირების კვლევის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან რადიოქალაქის განვითარებაზეც ისაუბრეს. მერიის წარმომადგენლების ინფორმაციით, პროექტი ამჟამად დამუშავების პროცესშია.
რადიოქალაქის განვითარების პროექტის ფარგლებში, მუხიანში, საზოგადოებრივი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება. ამჟამად, ბაზრის კვლევა მიმდინარეობს, ხოლო რადიოქალაქის მშენებლობისთვის შესაბამისი ბიზნეს წინადადება 2019 წლის პირველ კვარტალში იქნება წარმოდგენილი.