თბილისის ანძის ტურისტულ ობიექტად მოდიფიცირების პროექტზე კომპანია “კოკო” მუშაობს 

თბილისის სატელევიზიო ანძის ტურისტულ ობიექტად მოდიფიცირების პროექტზე ესპანური კომპანია „კოკო“ მუშაობს და პროექტის რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
​როგორც დედაქალაქის მერიის ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადეს, ამჟამად მოდიფიცირების კვლევის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.

​ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან რადიოქალაქის განვითარებაზეც ისაუბრეს. მერიის წარმომადგენლების ინფორმაციით, პროექტი ამჟამად დამუშავების პროცესშია. ​​

​რადიოქალაქის განვითარების პროექტის ფარგლებში, მუხიანში, საზოგადოებრივი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება. ამჟამად, ბაზრის კვლევა მიმდინარეობს, ხოლო რადიოქალაქის მშენებლობისთვის შესაბამისი ბიზნეს წინადადება 2019 წლის პირველ კვარტალში იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი თემები