,,ოპოზიცია და რუსეთი ერთად მუშაობენ სომხეთში ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, ეს საიდუმლო არ არის” – ალენ სიმონიანი

,,ოპოზიცია და რუსეთი ერთად მუშაობენ სომხეთში ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, ეს საიდუმლო არ არის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განუცხადა.

შენიშვნაზე, რომ ოპოზიცია სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას თურქეთისა და აზერბაიჯანის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, მან უპასუხა:

,,თუ ასეა, მაშინ რატომ ვიღებთ თავდასხმებს ამ მხარეებიდან? თურქული მხარე აცხადებდა, რომ საზღვარს ყარაბაღის საკითხის მოგვარების შემდეგ გახსნიდა, მაგრამ დღეს ეს პროცესი მაინც მნიშვნელოვნად შენელდა. რა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერა? ყველა მხრიდან დარტყმას ვიღებთ. დღეს ელიტა, ოლიგარქია, ეკლესია, ჩვენს წინააღმდეგაა, მხოლოდ სომხეთის ხალხი გვიჭერს მხარს. თქვენც იცით, რომ ხალხის მხარდაჭერა გვაქვს“, – ამბობს სიმონიანი.

მსგავსი თემები