თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. აღნიშნული დასადასტურებლად, პრეზიდენტი დღეს კიევში ჩაფრინდება და კოლეგას შეხვდება.
ერდოღანი კიევში ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-10 შეხვედრას დაესწრება. მხარეები, ასევე, ხელს მოაწერენ სხვადასხვა შეთანხმებასა და ურთიერთგაგების მემორანდუმს.