თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში სტიქიის შედეგად ქალი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში ღელე ადიდდა, რა დროსაც ქალი გაიტაცა, რომელიც პირუტყვის მოსაყვანად იყო წასული. ადგილობრივებმა ცხედარი რამდენიმე საათში იპოვეს.