„ასე მგონია ჩემს შვილს ურტყამენ იმ ხელკეტს და სახეში ასხამენ წიწაკის სპრეის”- ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

30 წლის საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. ოთხოზორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ე.წ საზღვართან, აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. მის საფლავთან დღეს ოჯახის წევრები და ახლობლები შეკრიბნენ. გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

“ჩემი შვილის საფლავთან ვდგავარ და მრცხვენია შვილის სურათს თვალებში ჩავხედო, იმიტომ რომ რასაც ჩემი შვილი შეეწირა, ისეთი მოქმედებისთვის თბილისში ე.წ სამართალდამცავები გამეტებით ებრძვიან ახალგაზრდებს. ებრძვიან თავიანთი სურვილის გამოხატვის გამო. იმის გამო, რომ არ უნდათ საქართველო რუსებს დაუთმონ.

ასე მგონია ჩემს შვილს ურტყამენ იმ ხელკეტს და სახეში ასხამენ წიწაკის სპრეის” – თქვა ჯულიეტა ჭანტურიამ.

მსგავსი თემები