ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, არიან ქალებიც

ირანში 7 პატიმარი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის, 2 ქალი და 5 მამაკაცია. ინფორმაციას, Times of Israel-ი ნორვეგიაში დაფუძნებულ ირანში ადამიანთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სიკვდილით დასჯილ პატიმრებს შორის ერთ-ერთი მკვლელობისთვის იყო გასამართლებული, დანარჩენებს კი ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენა ედებოდათ ბრალად.

მსგავსი თემები