,,რუსული კანონის” მიღება საზოგადოების დაკვეთაა – ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მიღება ,,საზოგადოების დაკვეთა” იყო. ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს პოლიციას და ამტკიცებს, რომ სამართალდამცავები პროპორციულად მოქმედებენ.

,,ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება, რომ ამ ქვეყანაში საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, რა თანხები შემოდის, როგორ იხარჯება და რა მიზანს ემსახურება. დღესაც ყველას შესაძლებლობა ჰქონდა, რედაქციული შენიშვნები დაეფიქსირებინა, მაგრამ არც კი მოვიდნენ კომიტეტის სხდომაზე, არც კი შემოვიდნენ ის ხალხი, ვინც კონკრეტულ საკითხებზე აპელირებდნენ და ავრცელებდნენ დეზინფორმაციას.

სრული მხარდაჭერა ქართულ პოლიციას, რომელიც მოქმედებს პროპორციულად. აფრთხილებს საზოგადოებას, რომ უკანონო ქმედებები არ განახორციელონ. გუშინაც იყო მოწოდებები, გაფრთხილება, თხოვნა, კანონი არ დაარღვიონ. კანონის დარღვევის შემთხვევაში იქნება პროპორციული ძალა გამოყენებული.

შეურაცხყოფას ნუ აყენებენ ჩვენ საზოგადოებას. აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელმაც გამოუცხადა ნდობა ჩვენ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს სრული ლეგიტიმაცია იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის და ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად,” – აცხადებს ოხანაშვილი.

მსგავსი თემები