უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე ოთხშაბათს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 77 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს.
რუსეთს თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ოკუპანტების დარტყმამ შენობის ნგრევა გამოიწვია, ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.