გაეროს ინფორმაციით, ისრაელისა და “ჰამასის” ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი 423 000-ს აჭარბებს.
აღნიშნული მაჩვენებელი ალყაში მოქცეული სანაპირო ანკლავის მოსახლეობის 20%-ზე მეტია.
გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისის (OCHA) განცხადებით, იძულებით გადაადგილებულთა 2/3-ზე მეტი თავს სკოლებს აფარებს.