ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
„დღეს გამანადგურებელი ამბები მოდის ყოფილი მთიანი-ყარაბაღის ოლქიდან. აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ნამდვილი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის“, – წერს მიშელი.
აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო