ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (კგბ) ინფორმაციით, მხოლოდ 2023 წლის აპრილში ე.წ საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 45 “კანონდამრღვევი” დააკავეს.
მათივე ცნობით, დაკავებულთაგან 21 ადამიანმა “სახელმწიფო საზღვარი”, ხოლო 24-მა სასაზღვრო რეჟიმი დაარღვია.
,,2023 წლის აპრილში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე სასაზღვრო ზონაში 45 კანონდამრღვევი დააკავეს, მათგან: სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის 21, 24 – სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კგბ-ს სასაზღვრო სამსახურმა სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩაატარა,”- ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, 25 ადამიანს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, 3-ს ადმინისტრაციული გარიცხვა ჯარიმით, 15-მა გაფრთხილება მიიღო, ხოლო 2 პირს კი ადმინისტრაციული წარმოება შეუწყდა.