აშშ-ის შტატ ალაბამაში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, დაღუპულია 4 ადამიანი.
ცნობისთვისმ მოზარდის დაბადების დღეზე მასობრივი სროლა იყო. ამ ეტაპზე, მომხდარის მოტივი და დამატებითი დეტალები უცნობია.
უცნობია ეჭვმიტანილის ვინაობა, ასევე დაკავებული არის თუ არა ის.
მომხდარის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაახლა მოწოდება იარაღის კანონის გამკაცრების შესახებ.