,,დიდმა შვიდეულმა” უნდა დაარწმუნოს პუტინი, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს”- ანალენა ბერბოკი

“დიდმა შვიდეულმა” უნდა დაარწმუნოს პუტინი, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ”დიდი შვიდეული” საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს განაცხადა.

,,ახლა საუბარია იმაზე, რომ პუტინს ვაჩვენოთ ჩვენი სიმტკიცე, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს. გასულ წელს G7-მა რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწია. ერთი ბარიერი მეორის მიყოლებით გადალახა: ზამთარში უკრაინელებს დაეხმარა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მიიღო და ნავთობზე ფასის ლიმიტი დააწესა”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, “დიდი შვიდეული” არის ყველაზე განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების ჯგუფი, რომელიც დაპირისპირებულია ავტოკრატულ ძალებთან და მის პარტნიორებსა და მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში აქვთ ნდობა.

„როგორც დიდი შვიდეული, ჩვენ ერთად ვართ ძლიერები, რადგან ზუსტად ვიცით, რას ვიცავთ: საერთაშორისო წესრიგს, რომელშიც კანონის უზენაესობა და საერთაშორისო სამართალი უპირატესია უფრო ძლიერის კანონზე. ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, რომელიც არ არის დაფუძნებული დამოკიდებულებაზე, არამედ სამართლიანობასა და კონკურენციის ზოგად წესებზე”, – განაცხადა ბერბოკმა.

მსგავსი თემები