ყაზახეთში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი

17 აპრილს, ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, ნგრევა სავარაუდოდ, გაზი აფეთქებამ გამოიწვია.

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 5 საათზე, ორსართულიან, 12-ბინიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებულებს შორის 8 ბავშვია.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება, გაწმენდით ოპერატიულ სამუშაოებში ჩართულია 50-ზე მეტი მაშველი.

მსგავსი თემები