რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
„დაღუპულები სავარაუდოდ არიან მსუბუქი ავტომობილის მგზავრები, რომლებიც აფეთქებულ სატვირთოსთან ახლოს იმყოფებოდნენ. წყლიდან ამოყვანილია ორი ცხედარი – ქალისა და მამაკაცის, მათი ინდენტიფიცირება გრძელდება, – განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.
მათივე ცნობით, გამოძიება ფლობს ინფორმაციას აფეთქებული სატვირთოსა და მისი მფლობელის შესახებ.