ყირიმის ხიდზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

„დაღუპულები სავარაუდოდ არიან მსუბუქი ავტომობილის მგზავრები, რომლებიც აფეთქებულ სატვირთოსთან ახლოს იმყოფებოდნენ. წყლიდან ამოყვანილია ორი ცხედარი – ქალისა და მამაკაცის, მათი ინდენტიფიცირება გრძელდება, – განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.

მათივე ცნობით, გამოძიება ფლობს ინფორმაციას აფეთქებული სატვირთოსა და მისი მფლობელის შესახებ.

 

მსგავსი თემები