უკრაინულმა მხარემ ლუგანსკის ოლქზე წარმატება მოიპოვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენელის,  სერჰი ჩერევატის განაცხადებით, უკრაინელებმა წარმატებას ლუგანსკის ოლქშიც მიაღწიეს. მისივე ინფორმაციით,  ლუგანსკის ოლქის სოფელი მაკიივკა გათავისუფლებულია.

„მტერი ცდილობს, დაგვარტყას და განახორციელოს შტურმი და თავდასხმის ოპერაციები ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით.  ჩვენი ჯარისკაცები გაბედულად იგერიებენ მათ, გვაქვს წარმატებები“, – აცხადებს ჩერევატი.

 

მსგავსი თემები