„ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთზე რაღაც კომპრომატებით იმუქრებიან, ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა კლანებს შორის”- კალაძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთზე რაღაც კომპრომატებით იმუქრებიან, ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა კლანებს შორის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არ ინტერესდება ვინ, ვის და რატომ ებრძვის.

„ერთი რამ არის ცხადი და აშკარა, შიდა დაპირისპირებაა და ისინი ამას საჯაროდაც არ ერიდებიან. ერთმანეთზე რაღაც კომპრომატებით იმუქრებიან და ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა კლანებს შორის. სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვინტერესდები „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა დინებებია, ვინ, ვის, რატომ ებრძვის, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენთვის მთავარია,  გავაკეთოთ ჩვენი საქმე, უამრავი გამოწვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ“, – აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი თემები