ქართული მხარე ამტკიცებს რომ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრთა ნაკადის ზრდა არ ფიქსირდება. რუსული მხარე კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მხოლოდ ერთ კვირაში, რუსულ საქარველოს ორივე მიმართულებით საზღვარი 37 000-მა ავტომანქანამ გადაკვეთა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რიგში 3 500 მსუბუქი ავტომობილი და 1 300 სატვირთო მანქანაა.
„საგრძნობლად გაიზარდა ავტომობილების ნაკადი საქართველოს მიმართულებით. სატრანზიტო მანქანების საერთო რაოდენობა 4 800-ია, მათ შორის 1 300 სატვირთო მანქანაა, 3 500 კი – მსუბუქი ავტომობილია. გასულ კვირას, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვარი ორივე მიმართულებით 37 500-მა ავტომობილმა და 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც წინა კვირასთან შედარებით 23.3%-ით მეტია“ – აცხადებს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ირბეკ ტომაევი.