Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 585 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 890 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.48%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 898 079-ს.