კორონავირუსით 986 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 286 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 590  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.28 % 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  342 880-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.28 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.53%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.97%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 590 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 325 016-მდე.

მსგავსი თემები