ანტიოქიის პატრიარქის მიერ ასლან ბჟანიას მიღებას საქართველოს საპატრიარქოში ნეგატიური მოვლენა და უცნაური ფაქტი უწოდეს

ანტიოქიის პატრიარქის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიღებას საქართველოს საპატრიარქოში გამოეხმაურნენ. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეს ნეგატიური მოვლენა და უცნაური ფაქტია, რომელზეც საპატრიარქოს რეაგირება ექნება.

“ეს არის ნეგატიური მოვლენა, უცნაური ფაქტია. ჩვენ რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება, თუმცა, მანამდე საჭირო არის გარკვეული კომუნიკაცია, დაზუსტება დეტალების და რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ ჩვენს საგარეო ურთიერთობების განყოფილებას, ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია, ალბათ დღის განმავლობაში გარკვეულ ფორმას შეიძენს,” – განაცხადა დეკანოზმა.

მსგავსი თემები