„ხვალ იწყება შესრულება, პირველი ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალება იქნება“ – სალომე სამადაშვილი

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა, რომელიც  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში მიმდინარეობდა, დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერები აცხადებენ, ისინი შეთანხმებული დოკუმენტის სისრულეში მოყვანას მიყვებიან.

„ხვალიდან ვიწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას. ამნისტიის კანონპროექტი რთული თემაა, რომელზეც კონსულტაციები ხვალ გაგრძელდება. ხვალ გაირკვევა იარსებებს თუ არა ალტერნატიული კანონპროექტი“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა მედიასთან.

მისივე განმარტევით, ოპოზიცია ისეთ პროექტს არ დათანხმდება, რაც მათთვის მიუღებელია.

,,ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით არანაირ პროექტს ამნისტიის შესახებ გარდა იმისა, რაზეც გვქონდა შეთანხმება. კანონპროექტის როგორც შეტანა, ასევე უკან გამოტანა, ყოველთვის შეიძლება, თუმცა მნიშვნელოვანია ხვალ დავიწყოთ შეთანხმების შესრულება. ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ,,ქართულ ოცნებას”, რომ შეთანხმების ჩაშლა შემოუბრუნოს ოპოზიციას” – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ პარლამენტში ოპოზიცია შედის. სწორედ ხვალ უნდა მომხდარიყო ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირება, რომელიც, ნიკანორ მელიასთან ერთად, 20 ივნისის ღამის სხვა დაკავებულებს ეხება. თუმცა, ამ ეტაპისთვის, რადგანაც შეჯერებული პოზიცია არ არსებობს, კანონპროექტის ინიცირება ხვალ არ მოხდება და კონსულტაციები გაგრძელდება.

მსგავსი თემები