მმართველი გუნდი და ოპოზიცია ისევ ნეიტრალურ ტერიტორიაზე ხვდება

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა ამ დრომდე არ დასრულებულა. მხარეები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში არიან შეკრებილები.

შეხვედრის მიზეზი შარლ მიშელის მიერ წარდგენილი დოკუმენტია. მმართველი გუნდის მხრიდან შეხვედრაში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში ხვალ უნდა მოხდეს.

მსგავსი თემები