“ადამიანები საავადმყოფოების კართან იღუპებიან” – ეპიდაფეთქება ინდოეთში

ინდოეთის საავადმყოფოებში საწოლის მარაგი იწურება. ხალხი იძულებულია, სახლში იმკურნალოს. იმის გამო, რომ ქვეყანაში ჟანგბადის ბალონებისა და სხვადასხვა მედიკამენტის დეფიციტია, მოსახლეობამ შავ ბაზარს მიმართა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შავ ბაზარზე აუცილებელი მედიკამენტების ფასმა საგრძნობლად მოიმატა. ასევე, ბაზარზე გამოჩნდა საეჭვო მედიკამენტებიც. ორშაბათს, ინდოეთში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების ახალი გლობალური მაჩვენებელი – 352, 991 დაფიქსირდა.

იმის გამო, რომ ადამიანები ძირითადად, დროს, ჟანგბადის ბალონებისა და საჭირო მედიკამენტების ძიებაში ატარებენ, როგორც მათი, ასევე ოჯახის წევრების მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება. ინდოეთის მოსახლეობა უიმედოდ არის.

უკვე არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანები საავადმყოფოების კართან იღუპებიან, რადგან არ შეუძლიათ სუნთქვისთვის აუცილებელი ჟანგბადის ბალონების და აუცილებელი წამლების შავ ბაზარზე ყიდვა.
როგორც BBC-მ გაარკვია, შავ ბაზარზე ფასები 10-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ეს ნორმალურ შემთხვევაში იყო.

ადგილობრივი მედიკოსების თქმით, “ახლა უკვე რეალური შიშია იმისა, რომ შეიძლება დიდი ტრაგედია მოხდეს”. პაციენტების გადასარჩენად სასოწარკვეთილმა ბრძოლამ საავადმყოფოებიდან სახლებში გადაინაცვლა. ადგილობრივების თქმით, მთავრობამ ვერ შეძლო მოსალოდნელი ტალღის წინასწარ განსაზღვრა და მისი მართის დაგეგმვა.

მსგავსი თემები