მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით, რუსეთის პატრიარქის მოწოდება „საშობაო ზავის“ გამოცხადებაზე „ცინიკური ხაფანგია“

მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით, რუსეთის პატრიარქის მოწოდება „საშობაო ზავის“ გამოცხადების შესახებ „ცინიკური ხაფანგია“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ წარმოადგენს ავტორიტეტს გლობალური მართლმადიდებელი სამყაროსთვის და არის „ომის პროპაგანდისტი“.

პოდოლიაკის განცხადებით, რუსული ეკლესია ხშირად გამოდიოდა უკრაინელების გენოციდის მოწოდებით და რუსეთის უფრო მეტად მილიტარიზაციის მომხრე იყო.

შეგახსენებთ, 5 იანვარს პატრიარქი კირილი გამოვიდა მოწოდებით, რომ უკრაინასთან „საშობაო ზავი“ გამოცხადდეს, რათა მართლმადიდებლებმა დღესასწაულზე ტაძრების მონახულება თავისუფლად შეძლონ.

მსგავსი თემები