თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საქართველოს საელჩო თურქეთში,  საქართველოს მოქალაქეებისთვის  ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ მიმდინარე წლის 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე.

„ძალაში რჩება შაბათ-კვირას და კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში ქუჩაში გასვლის შეზღუდვა. ახალი რეგულაციების შესახებ, ანკარაში საქართველოს საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80;  ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 818 44 00; ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო: +90 541 326 22 26; ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, – ვკითხულობთ საელჩოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები