მეტრო 24:00 ნაცვლად 23:00 საათამდე იმუშავებს

ელექტროუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე პირველი ივლისიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე, თბილისის „მეტროპოლიტენი“ 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რამდენიმე განახლებული შემადგენლობა კი მგზავრებს უკვე ემსახურება.

„დავიწყეთ მუშაობა მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე. უკვე რამდენიმე შემადგენლობა რეაბილიტირებულია და მგზავრებს ემსახურება. პროექტი მზად არის, გვყავს კომპანია, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს. ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები პირველ ივლისს დაიწყება.  პროექტი 2020 წლის ივლისში დასრულდება. პროექტის მიმდინარეობისას გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს, რომ კომპანიას და იქ მომუშავე ადამიანებს შესაძლებლობა მიეცეთ, ნორმალურ პირობებში იმუშაონ. ჩემთვის, ჩემი თანამრომლებისთვის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, პირველი ივლისიდან, მეტრო მუშაობას დილის 06:00 საათიდან დაიწყებს და ერთი საათით ადრე, 23:00 საათზე დაასრულებს. ჩემი თხოვნა იქნება სატრანსპორტო კომპანიასთან, რომ აღნიშნულის შესახებ მოსახლეობა ყველანაირად ინფორმირებული იყოს”, –  განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები