გახარიას გუნდის წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდის წევრებმა, ევროკავშირის ოფისში შარლ მიშელის დოკუმენტს  – “საქართველოს წინსვლის გზა” ხელი მოაწერეს. 

დოკუმენტს გახარიას გუნდიდან ხელი დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა და ანა ბუჩუკურმა მოაწერეს. 

გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ეს შეთანხმება, ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვისა და შემცირების შესაძლებლობაა.

მსგავსი თემები