გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ორ ქალაქში ერთად ჩატარდება

სასამართლო პროცესები მცხეთასა და თბილისში – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს, ერთდროულად, ორი სხდომა ჩატარდება.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირებთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დღეს დასრულდება.

უფლებადამცველის განცხადებით, დაკითხული 96 მოწმიდან საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ვერცერთი საუბრობს.

ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულების პროცესზე მოწმეების გამოკითხვა იგეგმება.

შესაძლოა, დღეს გამოიკითხოს საქმის მთავარი მოწმე გურამ ამირხანაშვილი.

მსგავსი თემები