„24 – ში შეზღუდვები უნდა მოიხსნას – ბიზნესი სერიოზული პრობლემების წინაშე დგება“ – ივა ჭყონია „მედიაცენტრ მთავარში“

„ცალსახად იმაზე საუბარი, რომ 24 ში დაანონსებული არის, რომ არ გაიხსნება, ცოტა ნაადრევია, ნეგატიურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი იმ განცხადებების მიმართ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის” ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განაცხადა.

ჭყონიას მოსაზრებით შეზღუდვების არ მოხსნის შემთხვევაში ბიზნესი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება.

„რაც კეთდება, შემოვლითი გზით დაერქვა წერტილოვანი ლოკდაუნი, მაგრამ სხვა რა არის შეზღუდვა არ ვიცი, 24- ში უნდ გაიხსნას და ეს სიტუაცია უნდ იყოს მართვადი მოლების და მათი მეპატრონეების მხრიდან, მოლების მეპატრონეებს აქვთ ბერკეტი, რომ უზრუნველყონ წესების დაცვა, არიან კომპანიები ტანსაცმლის მიმართულებით და საახალწლო ნივთების, რომლებიც სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებიან, აქვთ კოლოსალური თანხები დაბანდებული, იგივე საბაჟო გადასახადები და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებთ მათ ეს ვითარება. ბანკები სახელმწიფო არ არის და მათ ვერ მოვთხოვთ ყველაფერს, ბანკიც არის ისეთივე ბიზნესი, რაც სხვა დანარჩენი.

როცა არის საუბარი , რომ ვეხმარებით მხოლოდ ტურიზმის სექტორს, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის სექტორის განუყოფელი ნაწილია ჩემი სექტორი, რადგან ტურიზმის სექტორი ჩვენი სექტორის გარეშე ოეპერირებას ვერ გააგრძელებს, ამიტომ სახელმწიფომ ყველას, რაღაც შეღავათი უდნა გაუწიოს,“ – განაცხადა ივა ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები