23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება

გუშინ გვიან ღამით, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს. აქციაზე საქმის გამომძიებელი მივიდა.

ოჯახის ძირითადი პრეტენზია გამოძიებასთან იმ კომპიუტერის შესწავლაა, რომლითაც დაკარგული გოგონა სარგებლობდა. გამომძიებლის ინფორმაცით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კვალის მისაგნებად ყველა შესაბამისი პროცედურა ტარდება:

„ათასი ოპერატიული- საგამოძიებო მოქმედება ტარდება. დრონები მუშაობს. ხვალ დილიდან უნდა ჩაერთოს ვერტმფრენიც. თქვენს მეუღლეს ყოველწუთიერად ვაყენებთ საქმის კურსში. მოწოდებული ვართ მოკლე დროში ვიპოვოთ ბავშვი. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, ჩვენც მოგვაწოდეთ.

კომპიუტერი არის “ეფლის”, რომელსაც ადევს პაროლი, გკითხეთ, არ იცოდით, ვმუშაობთ ამაზეც”, – განუცხადა გამომძიებელმა გოგონას დედას.

მსგავსი თემები