„სურვილი მაქვს მთაწმინდა-კრწანისის მოსახლეობის პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვო, თორემ ურთიერთობებში მხარდაჭერა ნამდვილად მაქვს“ – ბექა ოდიშარია

„მე კრწანისის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და ვფიქრობ, რომ არც თუ ისე ცუდი და ამაზე შეგიძლიათ კრწანისის მოსახლეობასთან გქონდეთ კომუნიკაცია. ისევე როგორც ცნობილია ჩემი დამოკიდებულება დიასპორის მიმართ და ის აქტივობები, რომლებიც დიასპორის როლის გასააქტიურებლად ამ პერიოდში ჩემი და ჩვენი კომიტეტის მიერ იქნა გაკეთებული“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ბექა ოდიშარიამ.

„ყველა მაჟორიტარს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი ბმა იმ რაიონთან, სადაც კენჭს იყრის, ყოველ შემთხვევაში, უკეთესია თუ ასე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კრწანისის მაჟორიტარი ვარ, მთაწმინდას, იქ მაცხოვრებელ ხალხს და მათ პრობლემებს არასოდეს არ მოვწყვეტილვარ. მთაწმინდა ძალიან საინტერესო უბანია, ის არის თბილისის გული და აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ჭკუას ეკითხება მთელი ქალაქი. ახლა მე უნდა ვეცადო სწორედ გავითვალისწინო ჩემი კოლეგის განვლილი გზა და პირველი ტური იქნება თუ მეორე ტური, სურვილი მაქვს ამ ხალხის მხარდაჭერა პოლიტიკაში მოვიპოვო, თორემ ურთიერთობებში ნამდვილად გამაჩნია და სასტარტო პოზიციები ამ მხრივ ძალიან კარგი მაქვს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

პარლამენტის წევრმა მის მისამართით გაკეთებულ განცხადებასაც უპასუხა, რომელიც წლების წინ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის გადარიცხვას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ „ადამიანებს, რომლებსაც ისეთი ცოდვები აქვთ ჩადენილი, რომელიც რამოდენიმე ქვეყნის ბოროტმოქმედებს ეყოფათ, ძალიან ცდებიან, რომ ჩვენს მიმართ აყენებენ ისეთ ბრალდებებს, რომლებიც ძალიან აბსურდულია და აცილებულია რეალობას“.​

მსგავსი თემები