„რესპუბლიკურმა პარტიამ“ ცენტრალურ
საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია ვერ გაიარა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 17 ივლისის
№29/2020 განკარგულებით რესპუბლიკურ პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან
15 ივლისამდე უნდა მიმართოს.
რაც შეეხება „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“-ს მან საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით
(№გ-01/14/07/20/28, ცესკოში რეგისტრაციის №1037) საქართველოს ცენტრალურ კომისიას ვადაგადაცილებით, 2020 წლის
15 ივლისს მიმართა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რესპუბლიკურ პარტიას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.