ფოტოგრაფ იაკობზე ექსპერიმენტის ჩასატარებლად წვიმიან ამინდს ელოდებიან

გარდაცვლილი თუ მოკლული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საქმეში ფიგურანტ მოწმეებს თუ დაზარალებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთმანეთის მიყოლებით იბარებენ და საათობით კითხავენ. ამჯერად, გამოძიება მათი სოციალურ ქსელებსა და მიმოწერას სწავლობს.

საქმის ერთ-ერთი მონაწილის ირგვლივ, რომელიც ამ ეტაპისთვის დაზარალებულის სტატუსით სარგებლობს, არაერთი კითხვა არსებობს, ეს არის ფოტოგრაფი იაკობი, რომლის ფოტოაპარატიდან საბედისწერო რამეს გადაღებული ვერც ერთი კადრი ამოიღეს.

ფოტოგრაფს ადვოკატიც კი აუყვანეს. ირმა ჭკადუა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მომდინარე ბულინგზე აქტიურად საუბრობს და ყველა ეჭვის გასაფანტად და იმის დასამტკიცებლად, რომ ის არ იტყუება, საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის მზაობას აცხადებს. ექსპერიმეტისთვის კი საჭიროა ამინდის ხელშეწყობაც.     

ექსპერიმენტით ცნობილი უნდა გახდეს, სად იმალებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი, როგორ შევიდა ის ამ მიტოვებულ შენობაში და რისი დანახვა შეეძლო მას.

“იაკობი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში. ეს შემოთავაზება საგამოძიებო უწყებიდან მივიღეთ. თუმცა, თუ ჩვენ გვინდა დავადგინოთ ჭეშმარიტება, მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს ყველა ფაქტი იმ ღამის მდგომარეობასთან. ექსპერიმენტი სწორედ იმ საათებში უნდა ჩატარდეს, როცა შემთხვევა მოხდა და ასევე, უნდა წვიმდეს, რადგანაც იმ ღამით წვიმდა. ამ ეტაპისთვის შეუძლებელია იმის თქმა, როდის ჩავატარებთ ექსპერიმენტს“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები