ცესკომ „რესპუბლიკურ პარტიას“ რეგისტრაციაზე უარი უთხრა

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია ვერ გაიარა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 17 ივლისის №29/2020 განკარგულებით რესპუბლიკურ პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე უნდა მიმართოს.

რაც შეეხება „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“-ს მან საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით (№გ-01/14/07/20/28, ცესკოში რეგისტრაციის №1037) საქართველოს ცენტრალურ კომისიას ვადაგადაცილებით, 2020 წლის 15 ივლისს მიმართა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რესპუბლიკურ პარტიას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

მსგავსი თემები