გადადის თუ არა “კორონავირუსი” სასმელი წყლით და ზღვაში ბანაობით

ერთადერთი, რაც დაზუსტებულია, გამოქვეყნებულია და ამერიკის დაავადებათა კონტროლის საიტზე დევს, ეს არის, რომ სასმელი წყლით კორონავირუსის გავრცელების ან გადადების არც ერთი ფაქტი მსოფლიოში აღწერილი არ არის, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგები საუბრობენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დიროქტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით საშიში არც ზღვასა და აუზსში ცურვაა.

„წყლით ეს ვირუსი არ გადადის, თუმცა ფეკალიებთან ერთად ვირუსი გამოიყოფა, მაგრამ ესაა ვირუსის „ერენემის“ ნაგლეჯები და არა თვითონ ცოცხალი ვირუსი. ზღვაში ბანაობა საშიში არ არის, ასევე არც აუზზე ბანაობაა სახიფათო, მითუმეტეს ყველა აუზი იქლორება მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად გასახდელებთან, ასევე აუზთან და სანაპიროზე სივრცეში დისტანცია უნდა იყოს დაცული გარუჯვის დროს“, – აღნიშნა იმნაძემ.

მსგავსი თემები