დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. შესაბამისი გადაწყვეტილება 27 მაისს კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განახადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

„პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა გახარიამ 27 მაისის სხდომაზე.

მგზავრებს ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მათ შორის მთავარი რეკომენდაციაა, რომ ტრანსპორტის მგზავრებმა ატარონ პირბადე.

ცნობისთვის , საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 23 მარტს დაწესდა.

მსგავსი თემები