მასობრივი სროლა სამხრეთ აფრიკაში- დაღუპულია 17 ადამიანი

სამხრეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ კეიპის ქალაქ ლუსიკისიკში, მასობრივი სროლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, თავდასხმა 2 სხვადასხვა სახლში მოხდა. პირველ სახლში 12 ქალი და ერთი მამაკაცი დაიღუპა, მეორეში კი 3 ქალი და ერთი მამაკაცი.

სროლის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა, რომელიც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. შემთხვევის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა.

მსგავსი თემები