რუსების მიერ სუმის საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რუსების მიერ სუმის საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„11 ადამიანი დაშავდა, საავადმყოფოდან 113 პაციენტია ევაკუირებული. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მსოფლიოში ყველამ, ვინც ამ ომზე ლაპარაკობს, ყურადღება იმას უნდა მიაქციოს თუ რას იღებს მიზანში რუსეთი. ისინი საავადმყოფოებს, სამოქალაქო ობიექტებსა და ადამიანების სიცოცხლეს ებრძვიან. მხოლოდ ძალას შეუძლია რუსეთს მშვიდობა აიძულოს“ – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

რუსებმა სუმში სამედიცინო დაწესებულებას დღეს დილით ორჯერ დაარტყეს.

 

მსგავსი თემები