„ოპოზიციას მიზანი ერთი აქვს, ხელისუფლებაში მოსვლა, ოღონდ არა ხალხისთვის, არამედ სხვა გარე ქვეყნებისთვის“-პაპუაშვილი

„ოპოზიციაში ხედავენ, რომ ქართველი ხალხისგან მათ, უკვე 12 წელია, აქვთ მყარი უარი, რომ ერთი გრამი ძალაუფლებაც არ ჩაუვარდეთ ხელში, ერთადერთი გზა არის დემოკრატიის გვერდის ავლით, ძალადობით ხელისუფლების მოპოვება“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას უნდა, ხელისუფლება მოიპოვოს სხვისთვის და არა ქართველი ხალხისთვის.

„ყველაზე შემაშფოთებელია, რომ ამას აკეთებენ სახელით და გვარით ქართველი ადამიანები, რომელთაც იმის გამო, რომ სხვისი დავალებით ძალაუფლება აიღონ ხელში, რათა შემდეგ სხვისი დავალებები შეასრულონ ამ ქვეყანაში, შეუძლიათ, ქვეყანა გაწირონ არეულობისკენ. სინამდვილეში, მიზანი ერთი აქვთ, ხელისუფლებაში მოსვლა, ოღონდ არა ხალხისთვის, არც თავისთვის უნდათ ეს ხელისუფლება. მათ უნდათ, ხელისუფლება მოიპოვონ სხვისთვის. სხვა გარე ქვეყნებისთვის და ჯგუფებისთვის, რომ მათი დავალებები და სურვილები შეასრულონ საქართველოს მეშვეობით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები