„უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა“- ევროკომისია

“წევრ ქვეყნებს მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია და მიგვაჩნია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა ნაბიჯი შეასრულეს” – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ ბრიფინგზე განაცხადა.

პიზონერო ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია.

„გადაწყვეტილება ახლა წევრი ქვეყნების ხელშია, მათ უნდა მიიღონ მოლაპარაკებების ჩარჩო“ – აღნიშნა ანა პიზონერომ.

მისი განმარტებით, უკრაინისთვის მოლაპარაკებების დაწყების პირობებს წარმოადგენდა ანტიკორუფციული რეფორმები, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვა, თანამდებობის პირებისთვის ქონების დეკლარირების წესები და ეროვნული უმცირესობების ენების დაცვა.

მსგავსი თემები