„მსოფლიოში სუვერენიტეტის გასაძლიერებლად ნამდვილი ბრძოლა დაიწყო“-პუტინი

„ქვეყნები რომლებიც გლობალური განვითარების ლიდერებად გამოდიოდნენ, ცდილობენ ჰეგემონიის როლის შენარჩუნებას“, -განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ვლადიმერ პუტინმა სამი ძირითადი მიზეზი ჩამოთვალა, რისთვისაც ეს ბრძოლა მიმდინარეობს.

„ეკონომიკური თვალსაზრისით შევხედოთ პროცესს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში დინამიურად ვითარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნებს შორის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად ნამდვილი ბრძოლა დაიწყო, სამი საკვანძო მიმართულებით: სახელმწიფოებრივი, ღირებულებით-კულტურული და ეკონომიკური. ამავე დროს ქვეყნები, რომლებიც ცოტა ხნის წინ, გლობალური განვითარების ლიდერებად გამოდიოდნენ, ყველა ძალღონით, სიმართლით თუ სიცრუით ცდილობენ, შეინარჩუნონ ჰეგემონიის როლი“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები