„ევროპის სახალხო პარტიასთან“ ერთად, მკაცრად ვგმობ ამ თავდასხმებს დემოკრატიული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ“- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდსხმას.
„ამ დაშინების წყაროსა და მიზეზების გარკვევას გენიოსობა არ სჭირდება. დემოკრატიული უკანდახევის ეს სპირალი მტკიცე რეაგირებას მოითხოვს“, – წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს 31 მაისს, გვიან ღამით თავს დაესხნენ.