ბათუმში ქალი ყოფილმა ქმარმა დაჭრა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ქალმა ბავშვი ბაღში დატოვა, უკან დაბრუნებისას კი გზაზე ყოფილი ქმარი დახვდა და ბეჭის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

35 წლის ქალის ჯანმრთელობის  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი თემები