“სიკვდილამდე სცემეს ჩვენი პარტიის ლიდერები, ბანდიტური ჯგუფებია შექმნილი”- ირაკლი ფავლენიშვილი

“ცინიკურია იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის მხრიდან ძალადობაზე საუბარი, რომელმაც ძალაუფლება და ხელისუფლება ფორმალური და არაფორმალური ბანდების გაერთიანებად აქცია” – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის,შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

ფალავანდიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია ღია ტერორზე არის გადასული.

„იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის მხრიდან, რომელმაც ძალაუფლება და ხელისუფლება ფორმალური და არაფორმალური ბანდების გაერთიანებად აქცია, ცინიკურია ძალადობაზე საუბარი, რადგან ეს ადამიანები ყოველდღიურად მიმართავენ ტერორს ყველა ადამიანის მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ისინი ღია ტერორზე არიან გადასულები, სადარბაზოებთან გვხვდებიან, ურეკავენ ჩვენი ოჯახის წევრებს, სიკვდილამდე სცემეს ჩვენი პარტიის ლიდერები, ბანდიტური ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს ცენტრალურ ოფისს. ამიტომ, ამ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მხრიდან ძალადობაზე საუბარი არის ცინიკური, არაადეკვატური და ამ განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მსგავსი თემები